აფრიკაში კინორეჟისორი ჟირაფმა მოკლა

47 წლის კინორეჟისორი, კარლოს კარვალო გადაღებების დროს ჟირაფმა იმსხვერპლა.

The Sun-ის ცნობით, რეჟისორი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, დოკუმენტურ ფილმს იღებდა, რა დროსაც მას ჟირაფმა თავი დაარტყა და კაცი 5 მეტრის მოშორებით გადააგდო. 

რეჟისორი იოჰანესბურგის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
კარლოს კარვალო არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურიატია, მას ათობით ჯილდო აქვს მიღებული.