მელანია ტრამპმა ბავშვების დასახმარებლად კამპანია დააანონსა

აშშ-ის პირველი ლედი, მელანია ტრამპი ახალ კამპანიას იწყებს, რომელიც ბავშვებისთვის სოციალური, ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობის სწავლებას ისახავს მიზნად.

ინიციატივა „იყავი უკეთესი“ ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას და სოციალური ქსელების პოზიტიური მიმართულების გამოყენების დანერგვას ემსახურება.

აშშ-ის პირველმა ლედიმ ამ ინიციატივის შესახებ როუზ გარდენში განაცხადა.

„ყველამ ვიცით, რომ სოციალური მედია შესაძლოა ორივე სახის გავლენის მქონე იყოს ჩვენს ბავშვებზე, მაგრამ უმეტესად ისინი ამას ნეგატიური გზით აკეთებენ“, – განაცხადა მელანია ტრამპმა.