ისრაელის უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებას 52 პალესტინელი ემსხვერპლა და 2700 დაშავდა

ღაზას სექტორის საზღვართან ისრაელის უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებას 52 პალესტინელი ემსხვერპლა, 

დაშავებულთა რიცხვი ორი ათასს აჭარბებს. ასზე მეტ ადამიანს ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს ჭრილობა მიღებული. გარდაცვლილთა შორის კი 12, 14 და 16 წლის მოზარდებიც არიან.

არეულობა ისრაელსა და ღაზას სექტორის საზღვარზე იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყო. იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნის ცერემონია გუშინ გაიმართა. 

ისრაელის საზღვართან რამდენიმე ათასი პალესტინელი შეიკრიბა. მათგან რამდენიმემ ისრაელის ჯარისკაცებს ქვები ესროლა და ისრაელის ტერიტორიაზე გადასვლა სცადა, რა დროსაც ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს.

პალესტინის ჯანდაცვის მინისტრო ამბობს, რომ ისრაელის სამხედრო ძალების მიერ მოკლული პალესტინელების რიცხვი თანდათანობით იზრდება.

თავისმხრივ ისრაელის მხარე აცხადებს, რომ პალესტინელები არ დაუხოცავს და მათ წინააღდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ღაზის სექტორში მთლიბანობაში 35 ათასამდე ადამიანია შეკრებილი. 
ისრაელში ამბობენ, რომ საზღვრის გადალახვის უკანონო მცდელობას ნებისმიერ ფასად შეაჩერებენ. თავის მხრივ, პალესტინელები აცხადებენ, რომ ტერიტორიას არასდროს დათმობენ.

ცნობისთვის, აშშ-ს  გადაწყვეტილებას დიდი ბრიტანეთი, თურქეთი და ეგვიპტე გმობენ. ღაზა-ისრაელის საზღვარზე მიმდინარე მოვლენებს „აღმაშფოთებელს“ უწოდებს გაერო.

პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ საერთაშორისო სამართლით დადგენილი ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა. გაეროში პალესტინის წარმომადგენელი რიად მანსური უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრისკენ მოუწოდა.