Al Jazeera: იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნას საქართველოს დელეგაციაც ესწრებოდა

იერუსალიმში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გახსნას, საქართველოს დელეგაციაც ესწრებოდა, - ამის შესახებ Al Jazeera იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ამერიკის საელჩო იერუსალიმში გუშინ გაიხსნა, რასაც ღაზას სექტორში პროტესტი მოჰყვა. მომხდარი შეტაკებების დროს 52 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 700-მდე დაშავდა.

Al Jazeera-მ იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომელთა დელეგაციების საელჩოს გახსნას დაესწრნენ.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამერიკის საელჩოს გახსნაზე 86 ქვეყნის დელეგაცია იყო მიწვეული, თუმცა გახსნას მხოლოდ 32 დელეგაცია დაესწრო.