„საქართველოს რკინიგზას“ SIEMENS-ის დელეგაცია ესტუმრა

კომპანია SIEMENS-ის წარმომადგენლები თბილისში იმყოფებიან. მსოფლიოში ცნობილი ბრენდის წევრებს „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის დირექტორი, ვასილ ხორავა შეხვდა.

სიგნალიზაცია, ცენტრალიზაცია და ბლოკირება -  შეხვედრაზე მხარეებმა ამ მიმართულებით დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეები განიხილეს.

„საქართველოს რკინიგზა“ უახლოეს მომავალში ხაშური - ზესტაფონის მონაკვეთზე მიკროპროცესორული ცენტრალიზაციის მშენებლობაზე ტენდერს გამოაცხადებს.

კომპანია SIEMENS-ის წარმომადგენლებმა საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობას სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების თანამედროვე სტანდარტებზე საკუთარი ხედვა გააცნეს და მზადყოფნა გამოთქვეს მიიღონ ტენდერში მონაწილეობა.

ტენდერი თბილისი-ბათუმის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში გამოცხადდება. თანამედროვე ტექნოლოგიების დამონტაჟებას ევროდირექტივების 34-ე  მოთხოვნა ითვალისწინებს.

 

(R)