ენიო მორიკონეს კონცერტთან დაკავშირებით მატარებლები „ბლექ სი არენაზე“ გაჩერდებიან

მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით, „საქართველოს რკინიგზა“ ენიო მორიკონეს კონცერტთან დაკავშირებით ელექტრომატარებლებს ,,ბლექ სი არენას” ბაქანზე გააჩერებს.

კერძოდ, 19 და 20 მაისს, ელექტრომატარებლებს #802/801 თბილისი-ბათუმს, #804 თბილისი-ბათუმს, ეძლევათ ორ წუთიანი გაჩერება ურეკი-ნატანების გადასარბენის ბაქან 42 კმ. პკ. 4-ზე (ბლექ სი არენა).

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ცენტრალური ვაგზლის სალაროებში,  რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და აპლიკაციიის (Georgian Railway Tickets) საშუალებით.

 

 

(R)