ანტიჰომოფობიური აქცია სოციალურ ქსელში გაიმართება

ლგბტ თემის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული აქციის გაუქმების გამო, სოციალურ ქსელში ახალ აქციას აანონსებენ. 

აღნიშნული აქციის ფარგლებში Facebook-ში გვერდი - "საქართველოს წმინდა პარლამენტი" შეიქმნა. 

აქციის ორგანიზატორები, მხარდამჭერებს მოუწოდებენ, 19:00 საათზე, თავი საქართველოს პარლამენტთან მოინიშნონ:

“ჩვენ, ლგბტ თემის წევრები, ქვიარ ადამიანები და მათი მხარდამჭერები, 19:00 საათზე, ონლაინ აქციას ვიწყებთ! თუკი პარლემენტთან ფიზიკურად მისვლის უფლება გვეზღუდება, ჩვენ ონლაინ სივრცეში, იმავე დროს, საქართველოს პარლამენტთან მოვინიშნებით. 

აქციაში ჩართვის მსურველებს გთხოვთ:

ზუსტად 19:00 საათზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, Facebook-ის საშუალებით check-in გააკეთეთ მითითებულ ფეიჯზე: https://bit.ly/2KwwC01;
გრძნობად დაამატეთ 'Unsafe' და მიანიჭეთ შესაბამისი ემოჯი;
ტექსტში მიუთითეთ: "17 მაისი არის ჰომო/ბი/ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე" 
 ტექსტში ასევე შეგვიძლიათ ინდივიდუალური მოწოდებების გაჟღერება, თუმცა აქვე გთავაზობთ რამდენიმე იდეას: "პარლამენტში რაც უნდა ის ქნან, ქუჩაში ნუ გამოდიან!"; "პირველი ქვა წმინდანებმა ისროლონ"; "იყო და არა იყო რა! - შსს-ს დაპირებები"; "შსს - დაჯექი! ორიანი!"; "ქართული მარში გაგხვევს შარში".
 შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰეშთეგები: #არდავთმოთ17მაისი#ReclaimingMay17", - აცხადებბენ ორგანიზატორები.