გია კორკოტაშვილი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზეა გადაყვანილი

გია კორკოტაშვილი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზეა გადაყვანილი.

ინფორმაცია "პირველ ნიუსს"  შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყებაში არ აკონკრეტებენ თუ რასთან აკავშირებით მიმდინარეობს კორკოტაშვილის გამოკითხვა, თუმცა შესაძლოა ეს მის მიერ დაანონსებულ აქციას უკავშირდებოდეს.

კორკოტაშვილი 17:00 საათიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან მომხრეებთან ერთად აქციის გამართვას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ადგილზე 19:00 საათზე ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან  ბრძოლის დღესთან დაკავშირებით ლგბტ აქტივისტები აქციას გამართავენ.