ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით დედაქალაქში მსვლელობა გაიმართა

ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობის მონაწილეები სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ.

მათ ტაძარში აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ხატი მიაბრძანეს. ამ დროისთვის ტაძარში პარაკლისი მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე აღავლენს.

ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობა დღეს ფილარმონიიდან დაიწყო. მსვლელობაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. მათ „ვარდების მოედანზე“ შეკრებილები შეუერთდნენ და აწყურის ღვთისმშობლის ხატით ქაშვეთის ეკლესიასთან მივიდნენ.  ამის შემდეგ მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით გაგრძელდა.