სათაურის წაკითხვისას შეიძლება ვიღაცამ ცხვირი აიბზუოს, მაგრამ გირჩევთ, ბოლომდე გაეცნოთ სტატიას და დარწმუნდეთ, თუ რამდენად ეფექტიანია სარეცხის საპონი, რომელსაც ადრე ჩვენი ბებიები და დედებიც ყოველდღე იყენებდნენ.
- თავდაპირველად გეტყვით, რომ 72-პროცენტიანი სარეცხის საპონი შეუცვლელი, ნატურალური და ჰიპოალერგიული საშუალებაა. ის უნდა გამოიყენოთ წინდების, თეთრეულის, საბავშვო სარეცხის გარეცვისას. აგრეთვე, სასურველია, კორონავირუსის პრევენციისთვის, ხილი, ბოსტნეული, კვერცხიც სარეცხი საპნით გარეცხოთ.
- თუ ხშირად ყიდულობთ ეგზოტიკურ, იმპორტულ ხილს, გირჩევთ ისიც სარეცხის საპნით გარეცხოთ.
- ძველად სარეცხის საპნით ირეცხებოდა იატაკი, კარ-ფანჯრები, საბაზანო, მაცივარი და გაზქურა.
- თუ მუწუკები გაწუხებთ, ააქაფეთ სარეცხის საპონი, დაუმატეთ დანის წვერით მარილი და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ ნახევარი საათი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ ყოველდღე 10 დღის განმავლობაში. პროფილაქტიკისთვის – კვირაში ორჯერ.
- თუ ქერტლი გაწუხებთ, რეგულარულად დაიბანეთ თავი სარეცხის საპნით.
- თუ ქუსლები დაგისკდათ ყოველ საღამოს გაიკეთეთ სარეცხი საპნისა და სოდის აბაზანები (1 სადილის კოვზი სარეცხის საპონი, 1 ჩაის კოვზი სოდა).
- თუ კანი გაიჭერით, ან გიჩირქდებათ, დაიბანეთ სარეცხის საპნით. დამწვრობის შემთხვევაში, დაასველეთ საპონი და წაისვით მტკივან ადგილზე.
- გაცივების შემთხვევაში ბამბის ჩხირი დაასველეთ, წაუსვით საპონს და გამოიწმინდეთ ნესტოები. თუ ვირუსიანებთან გიწევთ შეხება, ყოველ საღამოს ცხვირი საპნით გამოირეცხეთ.
- კვირაში ერთხელ სარეცხის საპნით გარეცხეთ კბილის ჯაგრისი, სავარცხელი, მანიკიურის ნაკრები და მსგავსი ნივთები.
- სარეცხის საპონი კარგად რეცხავს დალაქავებულ ნივთებს.
- სახის კანს ახალგაზრდული იერი რომ დაუბრუნოთ, ბებიები გვირჩევენ სახე სარეცხის საპნით დავიბანოთ, სუფთა და მშრალ კანზე კი საბავშვო კრემი წავისვათ.
- თუ ფეხზე სოკო გაგიჩნდათ, სარეცხის საპნით კარგად დაიბანეთ დასნებოვნებული ადგილი, შეიმშრალეთ და იოდით დაიმუშავეთ. პროცედურა უნდა გაიმეოროთ დილა-საღამოს, სანამ სოკო არ გაქრება.
წყარო : Marao.ge