“17 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. ჩემთან სხვანაირად დალაგდა თინეიჯერობაში შექმნილი ოჯახი..” – ნახეთ რას ყვება თიკა ფაცაცია

ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია “დილა მშვიდობისა საქართველოს” სტუმრობდა, სადაც საკუთარ თავზე ისაუბრა.

„ვმუშაობდი. ჩემი ერთ-ერთი შემოსავლის წყარო მოდელობა იყო, ასევე, სასიმღერო კარიერა. ძალიან სავსე იყო ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება…

ოჯახის მხარდაჭერა გადამწყვეტი იყო, რადგან სასიმღერო თუ სამოდელო კარიერა მთლად პრესტიჟული არ იყო. ვფიქრობ, ჩვენ, იმ თაობის ადამიანებმა ძალიან შევცვალეთ ამ საკითხის მიმართ დამოკიდებულება…

17 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. ჩემთან სხვანაირად დალაგდა თინეიჯერობაში შექმნილი ოჯახი, ვერ ვიწუწუნებ… ასევე, თინეიჯერი ვიყავი, როდესაც დედა გავხდი. მივხვდი, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მომენიჭა, როგორც მეუღლეს და როგორც მშობელს.

არ მქონია მომენტი, რომ აი, გავიზარდე, ახლა სახლში უნდა დავჯდე და ბავშვი გავზარდო. პირიქით, თავიდანვე ძალიან მეოჯახე ვიყავი და ეს საკითხიც უმტკივნეულოდ გავიარე…” – ამბობს თიკა ფაცაცია