ბიზნესმენ ლევან პირველის და, ლიკა პირველი გარდაიცვალა.
ახლობლების ინფორმაციით, ლიკამ ძმას ღვიძლი გადაუნერგა, რის შემდეგაც მას თრომბი განუვითარდა. სამწუხაროდ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
„მეგობრებო, 2 დღის წინ ანკარაში ერთ ერთ საუკეთესო კლინიკაში ლიკამ გადაუნერგა ღვიძლი მის ძმას, ლევან პირველს, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და გუშინ ტრომბი განვითარდა და ლიკა გარდაიცვალა.. ძალიან დიდი ტრაგედიაა”, – წერს სოციალურ ქსელში თაკო დოლაბერიძე.