მსახიობმა, მარიამ ცქიფურიშვილმა განაცხადა, რომ 34 წლის განმავლობაში, ბევრი სექსუალური პარტნიორი ჰყავდა, რაც საზოგადოების მხრიდან განიხილება, როგორც მრუშობა. ამის შესახებ მან გადაცემა “პრაიმ შოუში” ისაუბრა.
“მე მყავდა 34 წლის მანძილზე ძალიან ბევრი სექსუალური პარტნიორი, ფაქტიურად, რელიგიური ენით რომ ვთქვათ, ვიყავი “მრუში” და ამ ბევრი სექსუალური ურთიერთობიდან არცერთი არ იყო ისეთი, რომელიც გასახსენებლად ღირდეს”, – დაწერა მარიამ ცქიფურიშვიწლმა, შემდეგ კი განმარტება გააკეთა:
“მე ნამდვილად ვერ გამოვდგები საზოგადოებრივი, აღთქმული სტერეოტიპული წარმატებულ ოჯახობრივ მაგალითად, მაგრამ მე შემიძლია გაგიზიაროთ ჩემი ის გულწრფელი გზა, რომელიც ალბათ ყველა ჩვენთაგანის შინაარსობრივ გზას ეხება.. ჩვენ ყველა ვეძებთ სიყვარულს და სიყვარული არის მნიშვნელოვანი რამ ცხოვრების გზაზე, ყველანი მისკენ მივიწრაფვით… მაგრამ, იცით რა არის? რატომღაც ადამიანების უმეტესობას ჰგონია, ეს სიყვარული თავისით მოვა, ფეხი-ფეხზე უნდა გადავიდოთ და სიყვარული დაგვეცემა თავზე და თავისით ისულდგმულებს მარადიულად…. სინამდვილეში ასეთი პრიმიტული რომ იყოს სიყვარული, ამდენი ადამიანი ძებნას არც დაუწყებდა. სინამდვილეში სიყვარული არის გასავლელი გზა და მისაგნებია ის სიყვარული, რომელიც მარადიულია.