5 წლის ასაკში გაცნობილი მომავალი მეუღლე – ლეო მესის და ანტონელა როკუცოს დაუჯერებელი სიყვარულის ისტორია

ანტონელა როკუცო ლიონელის საუკეთესო მეგობრის ბიძაშვილია, რომელიც მესიმ 5 წლის ასაკში შენიშნა და გამოაცხადა, რომ გოგონა მისი ცოლი გახდებოდა.

ამაზე ლეოს მშობლებს გაეცინათ და მესის ნათქვამი სერიოზულად არავის მიუღია.

ლეო და ანტონელა ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ და ერთად თამაშობდნენ, მაგრამ მალე დაშორება მოუწიათ. ლიონელი 13 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი საცხოვრებლად როსარიოდან ბარსელონაში გადავიდა.

ამის შემდეგ 19 წლის ლეოს ხანმოკლე რამდენიმე ურთიერთობა ჰქონდა, მათ შორის “პლეიბოის” მოდელთანაც, თუმცა ფეხბურთელი მიხვდა რომ ანტონელა მისი ერთადერთი სიყვარული იყო.

ანტონელას სხვა შეყვარებული არ დასცალდა. ახალგაზრდა მამაკაცს მოტოციკლი დაეჯახა და ადგილზე მოკლა.

ტრაგედიიდან ორი კვირის შემდეგ ლიონელი და ანტონელა ერთმანეთს შეხვდნენ – ფეხბურთელს ბავშვობის მეგობრის მხარდაჭერა და გამხნევება სურდა. იმ დღიდან ახალგაზრდები ერთმანეთს აღარ დასცილებიან და მალე მათი ურთიერთობის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო.

ანტონელას და ლეოს მდიდრული ქორწილი ქალაქ როსარიოში შედგა, სადაც წვეულებას 250 სტუმარი ესწრებოდა.

წყვილს სამი ვაჟი ჰყავს.