“სამნი ყოფილან. მატარებელი რომ წამოსულა, რაზეც იდგნენ, ის მოწყობილობა გამოსულა მწყობრიდან, ვერ ჩამოწიეს, სამიდან ერთი გადმომხტარა… ისე­თი და­ლე­წი­ლია სა­ცო­და­ვი, ხელ-ფეხი მი­ა­კე­რეს…” – რას ჰყვება სარკინიგზო ავარიისას გარდაცვლილი ბიჭის მეგობარი ?

3 სექ­ტემ­ბერს, და­ახ­ლო­ე­ბით 13:00 სა­ათ­ზე თბი­ლის­ში, ფე­იქ­რე­ბის ქუ­ჩას­თან, ბა­თუ­მი-თბი­ლი­სის მა­ტა­რე­ბე­ლი სა­მუ­შაო პლატ­ფორ­მას და­ე­ჯა­ხა. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ორი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით “სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზამ“ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლობთ, რომ მა­ტა­რებ­ლის და­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი ორი ადა­მი­ა­ნი გეგ­მურ სა­მუ­შა­ო­ებს ას­რუ­ლებ­და და ისი­ნი რკი­ნიგ­ზის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ.

“დი­დუ­ბე-ავ­ჭა­ლის მო­ნაკ­ვეთ­ზე მომ­ხდა­რი სარ­კი­ნიგ­ზო შემ­თხვე­ვის გამო გარ­და­იც­ვა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რომ­ლე­ბიც გეგ­მურ სა­მუ­შა­ო­ებს ას­რუ­ლებ­დნენ“, – წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში. ამა­ვე ცნო­ბით, მა­ტა­რებ­ლის მგზავ­რე­ბი არ და­შა­ვე­ბუ­ლან.

რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, ორი გარ­დაც­ვლი­ლი თა­ნამ­შრომ­ლი­დან ერთ-ერთი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გე­ოგ­რა­ფი­ის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი ლაშა ცა­გა­რე­იშ­ვი­ლია. სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის­მა მე­გობ­რებ­მა გა­ავ­რცე­ლეს.

ambebi.ge ლა­შას მე­გო­ბარს ბექა ღურ­ბე­ლე­იშ­ვილს ესა­უბ­რა:

“ლაშა ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რია, ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ, ერთ ქუ­ჩა­ზე ვცხოვ­რობ­დით… 5 ოქ­ტომ­ბერს 25 წლის გახ­დე­ბო­და. სა­ო­ცა­რი ბიჭი იყო ლაშა. ორი თვის წინ ქორ­წი­ლი ჰქონ­და, მისი მეჯ­ვა­რე ვი­ყა­ვი. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ერ­თად გა­ვა­ტა­რეთ, თბი­ლის­შიც ერ­თად ვცხოვ­რობ­დით, მუდ­მი­ვად ერ­თად ვი­ყა­ვით. ლა­შამ ჯერ ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, გა­სულ წელს კი თსუ-ს გე­ოგ­რა­ფი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა. რკი­ნიგ­ზა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 1 წე­ლია, რაც მუ­შა­ობს. რკი­ნიგ­ზა­ზე რა­ღა­ცე­ებს არე­მონ­ტებ­დნენ, სამ­ნი ყო­ფი­ლან. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მა­ტა­რე­ბე­ლი რომ წა­მო­სუ­ლა, რა­ზეც იდ­გნენ ის მო­წყო­ბი­ლო­ბა გა­მო­სუ­ლა მწყობ­რი­დან, ვერ ჩა­მო­წი­ეს, სა­მი­დან ერთი გად­მომხტა­რა, ამ ორმა ვერ მო­ა­ხერ­ხა. ისე­თი და­ლე­წი­ლია სა­ცო­და­ვი, ხელ-ფეხი მი­ა­კე­რეს…

ძა­ლი­ან თბი­ლი ბიჭი იყო, ქუ­ჩა­ში ყვე­ლას ღი­მი­ლით და ჩა­ხუ­ტე­ბით ხვდე­ბო­და,არ მახ­სოვს ვინ­მეს­თვის ეწყე­ნი­ნე­ბი­ნოს. ლა­შამ ყვე­ლას გული მოკ­ლა, სი­ტყვებ­საც ვერ ვპო­უ­ლობ“…

წყარო : Ambebi.ge