პირველი შვილი 66 წლისამ გააჩინა – ახლა დედა 82 წლისაა, ქალიშვილი – 16 წლის

2005 წელს ამ ამბავს საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა. უამრავი ადამიანი მსჯელობდა, კამათობდა ამაზე.

რუმინელი ადრიანა ილიესკუ უნივერსიტეტის ლექტორი იყო და საბავშვო წიგნებს წერდა.

ახალგაზრდობაში ჯანმრთელობის პრობლემების გამო აბორტის გაკეთება მოუწია, მერე წლები მიუძღვნა კარიერის აწყობას. 20 წლის იყო, როცა გათხოვდა, მაგრამ მალევე განქორწინდა, რადგან მეუღლე ეწინააღმდეგებოდა მის სურვილს, ეცადათ კიდევ შვილის ყოლა ან აეყვანათ ბავშვი.

როცა კარიერა აიწყო და 60 წელსაც გადააბიჯა, ქალი კვლავ მიუბრუნდა ძველ ფიქრებს და ექიმებს მიმართა. საბოლოოდ გადაწყვიტა, ხელოვნური განაყოფიერებისთვის მიემართა და ოცნება აეხდინა. არც ისე ადვილი აღმოჩნდა ეს გზაც – ორსულობა მალე წყდებოდა. მხოლოდ ბოლო მცდელობა აღმოჩნდა წარმატებული და ამ დროს ადრიანა უკვე 65 წლის იყო. მაშინ ბოლოჯერ სცადეს სამი ემბრიონის გადასმა მის საშვილოსნოში და სამიდან ერთი მიემაგრა, გადარჩა.

2005 წელს, უკვე 66 წლის ადრიანამ, ქალიშვილი ელიზა მარია გააჩინა. მართალია, ვადაზე ადრე იმშობიარა, თუმცა სავსებით ჯანმრთელი შვილი გაუჩნდა.

არადა, ექიმები ღელავდნენ და ბევრს ესაუბრებოდნენ ქალს, რომ არ წასულიყო ამ რისკზე. ასეთი გვიანი ორსულობა და მშობიარობა ბავშვსაც უქმნიდა საფრთხეს და დედასაც. თუმცა ადრიანამ ყურად არ იღო არავისი რჩევა და მიზანს მიაღწია.

imgpreview-1680166823.jpg

შვილის დაბადების შემდეგ ადრიანა პენსიაში გავიდა და მთელი თავისი დრო შვილის გაზრდას დაუთმო. როგორც თავად ამბობს, პრობლემები ასაკის გამო, ცოტა არ ჰქონია. უფრო მეტად, საზოგადოების მხრიდან. საბავშვო ბაღშიც და სკოლაშიც ბავშვებს და მშობლებს უჭირდათ დაჯერება, რომ ქალი ბავშვის დედა იყო და არა ბებია. თუმცა არ მოჰყოლია ამას ბულინგი და დაცინვა, ყველა გაგებით ეკიდებოდა ამ ამბავს.

იხილეთ სრულად