სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელება. გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსის გართულებით ახალგაზრდა გოგო, ნაია კახაძე გარდაიცვალა.
როგორც სოცქსელში წერენ გოგონა ჯანმრთელი იყო.
„ვინ თქვა, შვილმკვდარი დედის დარდს ვერავინ გაიგებსო – როცა შენი ბავშვობის ერთადერთ მეგობარს, შენს სისხლსა და ხორცს, უკვდება შენი შვილის კბილა შვილი, შენც შვილმკვდარი დედა ხარ…
მოვდივარ, მალე შენს გვერდით ვიქნები, მაგრამ რა უნდა ვუთხრა დედას რომელიც შვილს დასტირის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ერთ წვეთ ნუგეშს მოგიტან შენს უსასრულო სასოწარკვეთაში…
არ ვიცი რომელი უფრო მტკივა – ჩემი გაუხარელი, შვილმკვდარი მეგობარი, მისი ანგელოზი შვილი, რომელიც მხოლოდ ორი დღე ებრძოდა ვირუსს და მალევე დანებდა, თუ მისი პაწაწინა, ქალიშვილი, რომლის კივილი ცას სწვდებოდაო…
რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო მეტ ადამიანს ვხედავ უბედურს…
ტკბილად იძინე შვილო, შენ მეორე სიცოცხლით გაუმაძღარი ნაია ხარ და ის ნაია, ძალიან პატარამ დაიტირა დედაშენმა…“, – წერენ სოციალურ ქსელში.
წყარო : Tia.ge