იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და ზაფხულში ქართველი შესაძლოა ნაპოლიში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდეს.
იტალიელი ჟურნალისტი ჯოვანი სკოტო ამბობს, რომ ლაურენტისმა შანსი გაუშვა.
“ლაურენტისს კვარაცხელიას კონტრაქტი აქამდე რომ გაეხანგრძლივებინა, გაცილებით დაბალ ფასად შეძლებდა ამას და ქართველის ანაზღაურება ცოტათი მოიმატებოდა. ახლა კვარა ფორმაშია ჩამდგარი და ლაურენტისს მოუწევს დიდი ფულის გაღება. ოსიმენი გუნდს ტოვებს და კვარაცხელია შესაბამისად ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება” – ამბობს ჟურნალისტი.