თამარ წიკლაური „მოგზაურთა კლუბის“ ფეისბუკგვერდზე მოქალაქეებს საკუთარ ისტორიას უზიარებს და წერს, თუ როგორ შეხვდა მალაგაში ცნობილ მსახიობს, ანტონიო ბანდერასს.
„მოკლედ ესე იყო: ვარ მალაგაში და აეროპორტში წასვლამდე 8 საათით ადრე მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ ქალაქში ბოდიალი. გავუარეთ ერთ-ერთი რესტორნის ეგრეთწოდებულ ტერასას და ჩემი მეუღლე მშვიდად მეუბნება: ნახე ეს ის არ არის?
მე-ვინ კაცო? მეუღლე-ის.
შევხედე და ვერ ვიცანი. ბანდერასი კაცო, მეუბნება.
რას მომითმენდა გული, მივედი და ვეუბნები. გამარჯობა, არ ვარ ესპანელი, დღეს მივფრინავ და იმიტომ მივეცი თავს უფლება რომ გამოგელაპარაკეთ. (სადილობას აპირებდნენ) ქართველი ვარ და შეიძლება სურათი გადავიღო თქვენთან?
გაიღიმა და მეუბნება: ოოო ქართველებთან სურათის გადაღებაში ორმაგ თანხას ვიღებო დაუკითხავად მივუჯექი და ვუთხარი: ჩემო კარგო, თოფურიამ ისეთი რამ გაუკეთა ესპანეთს, აქეთ გეკუთვნის გადახდა რომ ქართველთან სურათს იღებ
აა, მართალი ხარო და ესეც სურათი“, – წერს თამარ წიკლაური.