“პეტრე გვიყვარხარ და შენს გვერდით ვართ” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა წერს, რითიც დეკანოზ პეტრე კოლხს მხარდაჭერას უცხადებს.
აღნიშნულ “ფეისბუქ პოსტს”, ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე პასუხობს: “აი საერთოდ რა უნდა პეტრეს იქ სადაც არის. მგონია რომ ბორკილებად ადევს ის ანაფორა. აწი უფრო კაი ტიპი იქნება. სასარგებლო საზოგადოებისთვის და ადამიანებისთვის. მე ის მიყვარს როგორც პეტრე და არა როგორც მამაო,” რაზეც ია ფარულავა წერს, რომ მამა პეტრე კოლხისგან, “საოცარი მადლი იფრქვევა.”
“მესმის შენი, მაგრამ, ვინც ერთხელ მაინც არის დასწრებული მის წირვა ლოცვას დამეთანხმება, რომ საოცარი მადლი იფრქვევა მისგან, რომელიც მრევლზეც გადმოდის – ეს უდიდესი ნიჭი და საჩუქარია.”
შეგახსენებთ, რომ სინოდალურმა კომისიამ პატრიარქს მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის მომავალ სხდომამდე მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობით მიმართა. კერძოდ, საპატრიარქო განმარტავს, რომ კვარაცხელია მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო რამდენჯერმე იყო დაბარებული კომისიაზე, მაგრამ დეკანოზი არ გამოცხადდა, მისი არგუმენტები კი კომისიამ არასაპატიოდ მიიჩნია.