საფრანგეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
გარდაიცვალა საფრანგეთში ემიგრანტი ირმა ცეცხლაძე
კუბო არ მინდა
ჩამაწვინეთ თქვენს სიყვარულში
შემომახვიეთ მოგონება ყველასი თქვენი
შუბლზე მაკოცეთ
მაგრძნობინეთ ბოლოჯერ სითბო
მიწა არ მინდა
დამაყარეთ ცრემლები წრფელი ❤
ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე უკეთილშობილესი ადამიანი შენ
შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული.
უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებით დაადექი სასუფევლის გზას ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ განგებამ არ გაცადა მოგისპო სიცოცხლე. ულმობელმა ცხოვრებამ დაგასნეულა და თვალებში სიცოცხლის ნიშანწყალიც გაგიქრო, წახვედი და თან გაიყოლე შენს ოჯახზე ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები. შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა💔
ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო , ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მონატრებული საქართველოს მიწა. ‘შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.
კეთილად მოიხსენიე უფალო, მონა შენი ირმა და კეთილთა შინა განუსვენე – განიხარე მის სულს