ცნობილ “ტიკტოკერი” ვლოგერი თბილისის ცენტრში, მანქანაში მჯდომ ახალგაზრდა ქალს ეკითხება, – თვეში რამდენ დოლარს ხარჯავ? პასუხი – 200 000 – ს, ძვირადღირებული უძრავი ქონების ცნობილ კონსულტანტ ჯორდან ჰიშამსაც კი აკვირვებს, ახალგაზრდა კაცს, რომელმაც თანამედროვე ციფრულ ეპოქაში უამრავი ფული გამოიმუშავა. ის ერთ-ერთია ვლოგერებიდან, რომელმაც TikTok-ის უზარმაზარი პოტენციალი რეალურად გამოიყენა და დუბაის უძრავი ქონების ინდუსტრიაში, პიონერად იქცა. ჯორდანს 1,2 მილიონი მიმდევარი ჰყავს და მისი ვიდეოების საერთო ნახვამ 6 თვეში 700 მილიონზე მეტი შეადგინა. მან ამ ცოტა ხნის წინ საქართველოში იმოგზაურა, რამდენიმე ვიდეო ბათუმსა და გუდაურშიც გადაიღო, თბილისში კი მის ვლოგს უმასპინძლა ქებურიების მილიონერმა ოჯახმა.
სწორედ ამ ოჯახის ერთ-ერთი წევრია ქალბატონი, რომლის პასუხმა მრავლის მნახველი ჯორდანიც კი გააოცა. მან ბლოგერს, ბავშვებთან ერთად დაათვალიერებინა ოჯახის მფლობელობაში არსებული სასტუმრო, რომელიც ასევე ფუფუნებითა და მდიდრული ინტერიერით აკვირვებს სტუმარს. ბავშვები ვიდეოში ამბობენ, რომ “გუჩის” და “პრადას” სამოსსა და აქსესუარებს ატარებენ…
ქებურია-ჟღენტის წყვილი ხშირად მოგზაურობს, თუმცა, როგორც ჩანს, მათი მუდმივი საცხოვრებელი საქართველოშია. თბილისში მდიდრული ვილა საუკეთესო ხედებითა და ფუფუნების საგნებით, შეიძლება ითქვას, რომ ბლოგერის ვიდეოებიდან ერთ-ერთი გამორჩეულია, ის უკვე 700 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა.
წყარო : Ambebi.ge