საკუთარ დაბადების დღეზე დამსახურებული ქართველი მხატვარი ჯანო დანელია გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“სამწუხარო ამბავი. 75 წლის ასაკში საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა დამსახურებული მხატვარი, ფოთის საპატიო მოქალაქე ბატონი ჯანო დანელია. უფალმა ნათელში ამყოფოს”,- წერს ფოთი ნიუსი.