„სიცრუის დეტექტორის“სტუმრად მამა-შვილი, ცისანა და ჯემალ სეფიაშვილები იყვნენ.
მამა-შვილმა წამყვანის და სტუმრის სტატუსი მოირგო და ჯემალმა შვილის ბავშვობა გაიხსენა, როგორ არ უყვარდა მის შვილს მუსიკის გაკვეთილები და აღნიშნა, რომ მისთვის მთავარია, რომ ცისანა იყოს ბედნიერი. ჯემალ სეფიაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე მისი შვილი ძალიან შეიცვალა. თუ ადრე მასთან საუბარი რთული იყო, ახლა მის თვალებშიც მეტი ღიმილია.
“მე მაქვს შენთან ერთადერთი შეკითხვა, ჩემი ცისანა ბედნიერია?” – ჰკითხა მან შვილს და პასუხად მიიღო, რომ ცისანა ძალიან ბედნიერია.
„თუ დეტექტორმა თქვა, რომ სიცრუეა, მაშინ თქვენი დეტექტორი გამოსაცვლელია“, – აღნიშნა ცისანამ. ჯემალმა კი დაამატა, რომ ძალიან ბედნიერია ამ პასუხით.
„ყველა მამას ვუსურვებ, რომ შვილები ბედნიერები ნახონ. არც ერთი ქალი არ თხოვდება მეორედ და მესამედ იმიტომ, რომ ბედნიერებას გაურბის. პირიქით, ბედნიერებას ეძებს. რა სიხარულია, როცა იმ ბედნიერებას იპოვის. ცისანა გათხოვდა მესამედ. სხვათა შორის, არაერთხელ მაქვს ნათქვამი ინტერვიუებში, რომ მინდა, ჩემი შვილი იყოს ბედნიერი-მეთქი. ქალი იმდენჯერ უნდა გათხოვდეს, სანამ ბედნიერი არ იქნება. არ უნდა გაექცეს ბედნიერების ძებნას“, – აღნიშნა ჯემალ სეფიაშვილმა