სტატისტიკურმა გვერდმა WhoScored-მა ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონში მესამედ დაასახელა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად (MotM) 8.73 ქულით.
ამის მიზეზი კი კვარაცხელიას დიდხნიანი პაუზის შემდეგ გატანილი გოლი და ზოგადად ვერონას წინააღმდეგ ბრწყინვალე თამაშია.
ამ მაღალი შეფასების შემდეგ ხვიჩა იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის კვლავ ხუთეულში შევიდა და საშუალო შეფასებებით მესამე ადგილს იკავებს.
ნახეთ ხუთეული.
მარტინესი (ინტერი) – 7.76
ჩალხანოღლუ (ინტერი) – 7.45
კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.39
სულე (ფროზინონე) – 7.38
ტურამი (ინტერი) – 7.35
წყარო : Pnews.ge