გიორგი ყიფშიძე, ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე მოკლე ვიდეოებს აქვეყნებს. მსახიობი დეტალურად ლაპარაკობს მის პოლიტიკურ არჩევანზე, მიმდინარე აქციებზე და იმ პრეტენზიებზე, რაც დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, მთავრობასთან აქვთ. გიორგი ყიფშიძე ასევე ამბობს, რომ თბილისის მერობა მისი ბავშვობის ოცნება იყო და რამდენიმე წელიწადში კენჭს იყრის. მისი თქმით, დედაქალაქის ყველა მაცხოვრებელი მისი მერობით კმაყოფილი იქნება.
- რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზე
“ძალიან მინდოდა ეს მეთქვა, მსახიობი მსახიობია, სპორტსმენი – სპორტსმენია, პოლიტიკოსი არაფერი არ არის, მატყუარაა. მე ასეთი უკონტაქტო მთავრობა და ხალხი არ მინახავს, ერთმანეთთან კონტაქტი არ აქვთ. როგორ შეიძლება ამდენი ხალხი გამოვიდეს და… კი, იქ ბევრი “ნაციც” არის, ეგენი აფუჭებენ მთელ ამინდს.
გაფრთხილებთ, ჩემს შვილს, ნატალიას თმა არ ჩამოუვარდეს, წინა ხაზზე დგას აქციებზე, ვეხვეწები, გამოდი მანდედან, შარია-მეთქი. რამე რომ მოუვიდეს, შაჰიდის ქამარს გავიკეთებ და ვისაც გადავეყრები, ალაჰ აკბარს ვეტყვი…”
- თბილისის მერობაზე
“პირდაპირ ვიტყვი, “ნაცები” არ უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში, მე ვარ “გირჩის” მომხრე, ნული აგრესია აქვთ და გემოვნებიანი ხალხია.
აქვე მინდა ვთქვა, მე მინდა, გავხდე თბილისის მერი. ბავშვობიდან “მევასებოდა” და მესიზმრებოდა დედაქალაქის მერობა, მგონია, რომ ამ ქალაქს დავალაგებ, ისე, რომ არცერთი უკმაყოფილო კაცი არ იქნება. კახა კალაძემ რა ქნა, თავი მოიჭრა. არ არის მაგის საქმე.
ჩავდგები ფორმაში, მივიღებ ცოდნა, რაც ამისთვის საჭიროა და მერე ვნახოთ, ვინ უფრო მაგარი მერი იქნება დედაქალაქის. ჯერ ახალგაზრდა ვარ მერობისთვის 46 წლის ვარ. 50 წელს მივუკაკუნებ, მოვწესრიგდები და დავლაგდები”.
იხილეთ სრულად