მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის დიდ უბედურებას გამოიწვევს ქვეყანაში.
„ეს კანონი გამოიწვევს დიდ უბედურებას,
მე მჯერა რომ ეს კარგად იციან ავტორება.
შარშანაც ვთქვი და სამწუხაროდ, ახლაც იგივე აზრზე ვარ, მსხვერპლი მოჰყვება ამას, რადგან ეს ქვეყანა არ შეეგუება იმას, რაც ხდება, ასე ცემა-ტყეპით არ შეშინდება არავინ, ბოლოს ჯარის გამოყვანა გახდება საჭირო და მერე რა იქნება, ამით ვინმე გაჩერდება? არა, რადგან ბევრმა საერთოდ არ იცის, რა ხდება იმ ხალხის გულში, როცა ქვეყნის მომავალს იცავს და რაც მთავარია, როცა მართალია.
თავზე დაგვემხობა ყველაფერი, რაც ამდენი ხანი ვაკოწიწეთ, ამის ნიშნები უკვე არის.
P.S. აქ არგუმენტები და პუნქტობრივად ჩაშლა-გაშლა ზედმეტია“.