„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა, რომლებიც აღდგომის დღესასწაულს, რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ტაძართან შეხვდნენ, პირველ გიმნაზიასთან, ილიასა და აკაკის ძეგლის წინ სანთლებით ილიას ფრაზა – „ენა, მამული, სარწმუნოება, ერთობა“ დაწერეს.
მსახიობი გიორგი გასვიანი აღნიშნულ კადრს აქვეყნებს და ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პოსტს ურთავს თან.
„ჩვენი მომავალი ნამდვილად ევროპაშია… გზა გასავლელია… ქვეყანა განსავითარებელი და გასამთლიანებელი!“, – წერს გიორგი გასვიანი და ფოტოს აქვეყნებს.