ასურეთში უბედურ შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის ერთ-ერთი ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილია. რაც შეეხება დანარჩენ ორ გარდაცვლილს, ისინი მფრინავები არიან. წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რამაც კატასტროფა გამოიწვია.
დაღუპულთა შორის არის „სქაი თრეველის“ დამფუძნებელი და დირექტორი რევაზ უთურგაური.
უთარგაური რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში წერდა.
„ავფრინდით 08:30 საათზე. ვუმატებთ სიმაღლეს“