გაირკვა ახალგაზრდა ქალის ვინაობა, რომელსაც სასაფლაოზე მანქანა დაეჯახა და დაიღუპა – რას წერენ მასზე?

გორის მუნიციპალიტეტში, სასაფლაოზე ავტომობილი ქვეით დედა-შვილს დაეჯახა, შედეგად, გარდაიცვალა ქალი, ბავშვი კი დაშავდა.

გარდაცვლილი 31 წლის ნინი შემაზაშვილია, რომელიც კლინიკაში სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით შეიყვანეს. მის 6 წლის ქალიშვილს კი, გადაუდებელი დახმარება გაეწია და თბილისში გადმოიყვანეს.

ახალგაზრდა ქალს მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან.

სიცოცხლე ისე გიყვარდა, შენთან სიკვდილს რა უნდოდა, ჩემო ნინიკო“; „ნინი… გული გაგვიჩერე… სული და გული წაიღე, ჩვენო ცქრიალა, გულიანო და საყვარელო გოგო.. ვერც ვიაზრებ უშენობას და შენი ნიტატოს უდედოდ ყოფნას, ოღონდ ეს არა..“; „ნინ, უფალმა ნათელში გამყოფოს,  საუკეთესო ადამიანი იყავი და უფალსაც საუკეთესოები მიჰყავს, უფრო და უფრო ვრწმუნდები…  მუდამ ასეთი მომღიმარი მემახსოვრები“, – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

წყარო