ვრცელდება ფოტო კაცის, რომელმაც ცოლი და სიდედრი სანადირო თოფით მოკლა. 30 წლამდე კაცი პოლიციაშია გადაყვანილი.
რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ადამიანი მოკლეს. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია დედა-შვილი.
ახალგაზრდა კაცმა ცოლს და სიდედრს ჩასაფრება მაშინ მოუწყო, როდესაც ქალი დედასთან ერთად მცირეწლოვან შვილს ეტლით ასეირნებდა.
კაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რაც ორივე ქალისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.
მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ მამაკაცი უკვე დააკავა. გამოძიება მომხდარზე, 109-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.