რამდენიმე კვირაა ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონტროლიორები და ქუჩებში თბილისის პარკინგის თანამშრომლები აღარ ჩანან. აღნიშნულის შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ.
როგორც დედაქალაქის მერიაში განგვიცხადეს, აღნიშნული სპეციალურ გადასამზადებელ კურსს უკავშირდება, რომელსაც თანამშრომლები გადიან.
„გადამზადებას გადიან. ეს პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება და დაუბრუნდებიან თავისი მოვალეობის აქტიურად შესრულებას,“ – აცხადებენ მერიაში.
წყარო: palitravideo.ge