ტელეწამყვანმა და მოდელმა მანიკა ასათიანმა ჟურნალ “გზასთან” რამდენიმე წლის წინ მაკა ასათიანის შესახებ ისაუბრა.
“მაკაზე ბავშვობიდან ვგიჟდები და სილამაზის ეტალონად მიმაჩნია.
დაახლოებით 9 წლის წინ, ერთ-ერთი ჟურნალის გადაღებებზე სხვადასხვა ასაკისა და სფეროს წარმომადგენელი რამდენიმე ქართველი ქალბატონი მიიწვიეს, მათ შორის, მე და მაკა ვიყავით.
თავიდანვე კარგი ურთიერთობა დავამყარეთ, რომელიც დღემდე გრძელდება.
ერთხანს “მაესტროში” ვმუშაობდი და ხშირად მქონდა მასთან შეხება. საზღვარგარეთაც ვყოფილვართ ერთად. მაკა და მე ერთი შტოდან ვართ, წარმოშობით ლეჩხუმიდან, თუმცა ჩვენი მშობლები ერთმანეთს არ იცნობდნენ.” – ამბობს მანიკა ჟურნალთან ინტერვიუში.