ბოლო დროს ქართული ტელევიზიების ეთერების არც ისე მცირე დრო თურქულ სერიალებს უკავია და გვინდა თუ არ გვინდა, სახლში მყოფი ადამიანების დიდი ნაწილი მათი მაყურებელია. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ დიდ თურქულ კინოინდუსტრიაში ყველაზე ნიჭიერ და ასევე ყველაზე ლამაზ ქალ მსახიობებს შორის ორი ქალბატონია, რომლებსაც ქართული წარმომავლობა აქვთ.
ნებაჰატ ჩეჰრე
ნებაჰატი 1944 წელს დაიბადა სამსუნში, თურქეთში. მამამისი, იურისტი იზეტ ჩეხრე ქართველი ლაზების შთამომავალი იყო – როგორც ცნობილია, თურქეთში არაერთი ლაზი ცხოვრობს.
ნებაჰატის დედა დიასახლისი იყო. საკმაოდ ადრე დაქვრივდა და ბავშვთან ერთად სამსუნიდან სტამბოლში გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ იქ დაიწყო ნებახატის კარიერა.
15 წლისამ სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და “მის თურქეთის” ტიტულიც მოიპოვა. შემდგომში ამ ტიტულმა გაუკვალა გზა როგორც მანეკენს და ფოტომოდელს.
შერიფ სეზერი
შერიფ სეზერი 1943 წელს დაიბადა თურქეთის ქალაქ მუდანიაში. მასაც ქართული, ლაზური ფესვები აქვს, მამის მხრიდან. საკმაოდ მძიმე პირობებში ცხოვრობდა ბავშვობაში, უმცროსი და დიფტერიით გარდაეცვალა და მშობლებიც მალე გაიყარნენ.
სკოლაში დაკომპლექსებული ბავშვი იყო, საკმაოდ მაღალი ტანისა და გამორჩეული გარეგნობის გამო. ასევე პრობლემებს უქმნიდა სახელი შერიფი – სკოლაში “ქალაქის შერიფს” ეძახდნენ. მოგვიანებით, როცა საფრანგეთში აღმოჩნდა, გარკვეული პერდი იქ შერიფის ნაცვლად შერიც კი დაირქვა.