ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე გერმანიაში საქართველოს და თურქეთის მატჩს დაესწრო.
ლიკლიკაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
- ჩვენი უმაგრესი გულშემატკივრები. როგორ ვაფრიალებდით ქართულ დროშებს ყველგან. როგორი ორგანიზებული ვიყავით.
- ევროპაში მცხოვრები ემიგრანტები. ყველას როგორ უყვარს სამშობლო, მეტირებოდა როცა მაჩერებდნენ, ზოგი ბავშვი დამტვრეული ქართულით. მე ლონდონიდან ვარ, მე ბარსელონადან, მე ამსტერდამიდან, მე კრაკოვიდან, მე ფლორენციიდან, მე პარიზიდან…როგორ მიმობნეულხარ ჩემო სამშობლო.
- თურქი და ქართველი გოგონები ორივე ქვეყნის სახელმწიფო დროშებით. გერმანიაში მცხოვრები თანაკლასელები. ჩახუტებული მოდიოდნენ დროშებით.
- რომ დასრულდა თამაში, გარეთ გამოსულმა რამდენიმე თურქმა გაიხადა საწვიმარი და ქართველ ბიჭებს გაუწოდეს.
- თურქეთის ტრიბუნიდან წამოძახილი-“თურქიშ ენდ გეორგიენ ბღუდერ!” ანუ ძმები ვართო.
- საქართველოს ჰიმნზე ფეხზე წამოდგა თურქი ქომაგებიც.
ახლა რაც არ მომეწონა.
ისმოდა ქართული გინება თურქების მისამართით, სავარაუდოდ ისინიც გვაგინებდნენ. მე ვწყევლიდი, ოღონდ მხოლოდ მათ ფეხბურთელებს. ისიც თამაშის დროს. სამწუხაროდ არ გაჭრა.
სასტიკად არ მომეწონა როცა თურქეთის სახელმწიფო ჰიმნი დაუკრეს და ჩემს ირგვლივ ყველა დაჯდა. მე დავრჩი ფეხზე და ტაშიც დავუკარი.
საბოლოოდ მაინც მაგარი ერი ვართ.
ღმერთო ისეთი ლამაზები იყვნენ ქართველები, თვალს ვერ მოწყეტდი.
ჯიშიანი ერი ვართ.