იტალიური გამოცემა LazioNews24 იუწყება, რომ გიორგი ქოჩორაშვილის დამატება რომის “ლაციოს” და “ტორინოს” სურთ.
გიორგი ევროპის ჩემპიონატზე უმაღლეს დონეს აჩვენებდა და გასაკვირი არაა, რომ ქოჩორაშვილის დამატებით უკვე ინტერესდებიან კლუბები.
25 წლის ფეხბურთელი ამჟამად ესპანური “ლევანტეს” ღირსებას იცავს, რომლებიც ესპანეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში ასპარეზობენ.
“ტრანსფერმარკტზე” გიორგის ფასი ამჟამად 1 მილიონი ევროა, თუმცა სულ მალე ქართველი ნახევარმცველის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზრდება.
წყარო : Pnews.ge