- რომელია სწორი ფორმა?
თითეული ჩვენთაგანი
თითოეული ჩვენგანი
თვითეული ჩვენგანი
- რომელი წინადადება წერია სწორად?
ხმა აბსოლიტურად ყველა ადამიანმა მისცა.
ხმა აბსულუტურად ყველა ადამიანმა მისცეს.
ხმა აბსოლუტურად ყველა ადამიანმა მისცა.
- რომელ წინადადებაში არ არის შეცდომა დაშვებული?
ჩემმა შვილმა ფაქტიურად ყველა საკითხი ზეპირად იცის.
ჩემ შვილმა ფაქტობრივად ყველა საკითხი ზეპირად იცის.
ჩემმა შვილმა, ფაქტობრივად, ყველა საკითხი ზეპირად იცის.
- რომელია სწორი ფორმა?
მადლობა მოუხადა
მადლობა გადაუხადა
- რომელი წინადადება წერია სწორად?
ფაქტს არ უარვყოფ.
ფაქტს არ ვუარყოფ.
ფაქტს არ უარვყობ.
- რომელ წინადადებაში არ არის შეცდომა დაშვებული?
მე-20-ე საუკუნეში ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.
მე-20 საუკუნეში ამის შესახებ არაფერი არ იცოდენ.
მე-20 საუკუნეში ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.
- რომელია სწორი ფორმა?
ალბად
ალბათ
- რომელი წინადადება წერია სწორად?
იქ ჩემი რამოდენიმე მეგობარი იყო.
მან რამდენიმე კარგი რჩევები მომცა.
წერილიდან რამდენიმე წინადადება მომეწონა.
- რომელი წინადადება წერია სწორად?
5 დღის უკან ბევრი ამბავი გავიგე.
5 დღის წინ ბევრი ამბავი გავიგე.
5 დღის წინ ბევრი ამბები გავიგე.
- რომელი წინადადება წერია სწორად?
ჩემმა მეგობარმა მისი წიგნი მაჩუქა.
ჩემმა მეგობარმა თავისი წიგნი მაჩუქა.
ჩემმა მეგობარმა თავის წიგნი მაჩუქა.
სწორი პასუხები:
-თითოეული ჩვენგანი
-ხმა აბსოლუტურად ყველა ადამიანმა მისცა.
-ჩემმა შვილმა, ფაქტობრივად, ყველა საკითხი ზეპირად იცის.
-მადლობა გადაუხადა.
-ფაქტს არ უარვყოფ.
-მე-20 საუკუნეში ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.
-ალბათ
-წერილიდან რამდენიმე წინადადება მომეწონა.
-5 დღის წინ ბევრი ამბავი გავიგე.
-ჩემმა მეგობარმა თავისი წიგნი მაჩუქა.
წყარო : Mshoblebi.ge