UEFA-ს ახალი გადაწყვეტილებით, ევრო 2024-ზე ოქროს ბუცს თანაბარი გოლების შემთხვევაში ყველა ფეხბურთელი მიიღებს.
თუ ფინალის ჩათვლით 3 გოლზე მეტს ვერავინ დააგროვებდა, ოქროს ბუცი გიორგი მიქაუტაძის სახლშიც წავიდოდა და ასეც მოხდა.
საქართველოს ნაკრების ფორვარდი კუთვნილ ჯილდოს მიიღებს, რადგან ტურნირის თანაბომბარდირი გახდა 3 გოლით.
ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული კი ესპანეთი გახდა.