მსახიობისა და ტელეწამყვანის გიორგი გასვიანის მეუღლემ, მარიტა მელიქიშვილმა დღეს დიპლომი წარმატებით დაიცვა.
გიორგი მეუღლეს წარმატებას სოციალურ ქსელშიც ულოცავს.
„დღეს ბაკალავრის დიპლომი დაიცვა მარიტამ, უმაღლესი შეფასებით! საოცრად კარგი ნაშრომი, ჟურნალისტიკა მედია-მას კომუნიკაცია! თემა: ბავშვთა უფლებების დარღვევა და ექსპლუატაცია სოციალური მედიის კუთხით!
ბრავო! საამაყო ხარ! გისურვებ დიდ წარმატებას ჟურნალისტიკაში!
მე და გალას გვეამაყები!“, – წერს გიორგი გასვიანი.