„ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი იუმორიოსტული გადაცემის – „ვანოს შოუში“ მისი პროტოტიპი პერსონაჟის როლს, სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ შოუს რეიტინგს ვერც ამან უშველა.
„ვანოს შოუს ჩემი პერსონაჟის შემოყვანამაც ვერ უშველა ხო?!“ – წერს ნინო წილოსანი.
ცნობისთვის, წილოსანის პერსონაჟს „ვანოს შოუში“ იუმორისტი თამარ ლეკვეიშვილი ასრულებს – სკეტჩმა სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოწვია.
წყარო : ფორტუნა