არსებული ინფორმაციით, გერმანელი ტურისტი, რომელიც ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში, გველის ნაკბენის შედეგად გარდაიცვალა, თავისივე ქვეწარმავალმა იმსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
“ადგილობრივების ინფორმაციით, ის სოფელში დასასვენებლად იმყოფებოდა, ქვეწარმავალი კი მისი საკუთრება იყო. ერთ-ერთი ვერსიით ის ქვეწარმავალზე დაკვირვებას აწარმოებდა, რა დროსაც მან უკბინა”, – აღნიშნულია აჭარის ტელევიზიის ინფორმაციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ქვეწარმავლის კბენიდან რამდენიმე წუთში ადგილზევე გარდაიცვალა.
წყარო : კვირის პალიტრა