ტედი რინერმა, რომელმაც პარიზის ოლიმპიადაზე თავის კარიერაში მესამე ოლიმპიური მედალი მოიპოვა, მეოთხედფინალური შეხვედრის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა.
როგორც ტედი რინერმა Lagazzeta.ge-ს კითხვას უპასუხა, ამ დროისთვის, გურამ თუშიშვილსა და მას შორის დაძაბულობა არ არის.
„საქართველოს ძიუდოს ძლიერი სკოლა აქვს. დღეს შესანიშნავი დღე იყო. დიდებული დაპირისპირება შედგა. გურამი დიდებული მოწინააღმდეგეა. იმედია, მომავალში ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენს შორის არანაირი დაძაბულობა არ არის. ის კარგი ბიჭია“, – ამბობს რინერი.