ვიდეო: „დედა ვიპოვეთ…“ – თამუნა მუსერიძის პირველი ემოციები მას შემდეგ, რაც ბიოლოგიური დედა იპოვა

თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.

„როგორ დავასრულე 8 წლიანი მოგზაურობა… ბოდიში არაადეკვატურად რომ გამოვიყურები, მაგრამ ამ ვიდეოში მაქვს სიცხე 39.2, კენჭის გავლა და თირკმლის შეტევა“ – წერს თამუნა ვიდეოს აღწერაში.

„ასეთი არაადეკვატურები იმიტომ ვართ, რომ იმ ადამიანის პასუხები მოვიდა ვინც მგონია ჩემი ბიოლოგიური დედის დის შვილი, ახლა უნდა ვნახოთ პასუხი, თუ ამ ადამიანთან დაეწერა, რომ მე ვარ მისი ალალი დეიდაშვილი, ესე იგი ის ქალბატონი არის დედაჩემი… დედა ვიპოვეთ… “ – ამბობს თამუნა მუსერიძე ვიდეოში.

ვიდეოში ჩანს თუ როგორ გაიგო პირველად რვა წლიანი ძიების შემდეგ თავისი ბიოლოგიური დედის ვინაობა:

თამუნა ასევე ვიდეოს კომენტარში წერს რომ ეს ვიდეო მანამდე გადაიღეს, სანამ მამას იპოვიდა.

ნახეთ ვიდეო.