ისეთ მდგომარეობაში იყო მეზობელს მისი ცხედარის ამოცნობა გაუჭირდა – კესარია აბრამიძის მკვლელობის ახალი დეტალები

ტრანსგენდერი ქალის, მოდელ კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, კესარია აბრამიძეს ჭრილობები ყელის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

“მეზობლის თქმით, კესარიას დანით იმდენი ჭრილობა ჰქონდა სახეზე და სხეულზე მიყენებული, რომ ამოცნობა გაუჭირდა.
ასეთი ცხოველები ცხოვრობენ ჩვენ გვერდით. ასეთი სასტიკი როგორ უნდა იყო.” – წერს გვერდი Your Page ∆