კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული სამართალდამცავებმა იმ დროს აიყვანეს, როცა ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.
ბექა ჯაიანს ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
ბექა ჯაიანი წინასწარი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული.
როგორც ambebi.ge-სთვის ხდება ცნობილი, ჯაიანმა აღიარა დანაშაული და მკვლელობის მოტივად შანტაჟი დაასახელა.
სანდო წყაროს ინფორმაციით, “ჯაიანი ამტკიცებს, რომ მას მკვლელობა წინასწარ განზრახული არ ჰქონია. მისი თქმით, კესარია აბრამიძე მას ცოლად მოყვანას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფოტოების გავრცელებით აშანტაჟებდა. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, კესარიამ მართლაც დადო სოციალურ ქსელში მასთან ერთად ერთად გადაღებული ფოტო. ჯაიანი ამბობს, აბრამიძესთან ასულმა ვნახე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოები და წყობიდან გამოვედიო…“
სტატია ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე>>>