გარდაიცვალა ქუთაისის კონსერვატორიის ხელმძღვანელი რუსუდან ლორთქიფანიძე. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები და მეგობრები ავრცელებენ.
,,გარდაიცვალა ქალბატონი რუსუდან ლორთქიფანიძე, ქუთაისის კონსერვატორიის პროფესორი და უცვლელი ხელმძღვანელი, ათეული წლების განმავლობაში. ენერგიით სავსე,მიზანდასახული, დაუღალავი,მუდამ ჩვენს გვერდში მდგომი.
დიახ,მან შექმნა ეპოქა, რომ არა ქუთაისის კონსერვატორია….
ოპერის თეატრს მუდამ აკომპლექტებდა საუკეთესო კადრებით.ყოველივე ეს ქალბატონ რუსუდან ლორთქიფანიძის დიდი დამსახურებაა.
მე,როგორც კონსერვატორიის სტუდენტი და შემდეგ კონსერვატორიის პედაგოგი,მუდამ ვგრძნობდი თქვენგან მხარდაჭერას,გამხნევებას, თანადგომას,სიყვარულს.
მადლობა ყველა იმ სიკეთისათვის რაც ჩემთვის გაგიკეთებიათ ჩემო უსაყვარლესო რუსიკო მასწავლებელო
მიყვარხართ❤️ მშვიდობით ქალბატონო რუსუდან.” – წერს სოციალურ ქსელში მუსიკოსი ნაირა კიკოლიაშვილი.