“კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლა ჰქონდა განზრახული” – ამის შესახებ საქმის პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან, ტაქსის მძღოლის ჩვენების საფუძველზე განაცხადა
პროკურორის თქმით, ბრალდებული დასავლეთის მიმართულებით ტაქსით გაემგზავრა და ტაქსის მძღოლის ჩვენების მიხედვით, ბრალდებული ეკითხებოდა მას, რამდენად იყო შესაძლებელი საქართველოს ტერიტორიის დატოვება.