„მელაძის შაბათი“ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის დედას ესაუბრა.
„პირველ რიგში, მინდა, მივუსამძიმრო კესარიას დედას და ბოდიში მოვუხადო, მე ორივეს ვტირი, როგორც ბექას, ისე კესოს. “, – ამბობს ბექა ჯაიანის დედა გადაცემის ანონსში.
მისი თქმით, კესო მას მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ესაუბრა.
„მითხრა, შენ შვილს მოვყავარ ცოლად და შენ თანახმა ხარო?“, – იხსენებს ბექა ჯაიანის დედა.
კესარიას მეგობარი კი ამბობს, რომ მკვლელობამდე კესარიამ დაურეკა და უთხრა, „გაემზადე, შენ უნდა იყო მეჯვარე და წითელი კაბა უნდა გეცვასო“.
ნახეთ ანონსი.