„20 ჭრილობიდან ყველაზე მეტი სახის არეში ჰქონდა.. ტიპი ფიქრობდა, თუ გადარჩებოდა კესარია და ვინმე შველას მოასწრებდა..” – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში, რომელიც კესარია აბრამიძის პანაშვიდზე იმყოფებოდა

კესარია აბრამიძე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს.

პანაშვიდზე იმყოფებოდა ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც სოციალურ ქსელში ემშვიდობება კესარია აბრამიძეს.

„20 ჭრილობიდან ყველაზე მეტი სახის არეში ჰქონდა. ანუ, ტიპი ფიქრობდა, თუ გადარჩებოდა კესარია და ვინმე შველას მოასწრებდა, სამუდამო იარებით ყოფილიყო.
კესარია დარჩა სამუდამოდ ლამაზად. გოგოდ, რომელიც ყველას უყვარდა, ყველას აცრემლება მოახერხა. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, კესო ყველას გულებამდე მივიდა. იმიტომ რომ იყო ადამიანი, რომელსაც წესიც კი არ აუგეს! საპატრიარქომ უარი თქვა.
კესო არის პირველი. პირველი ტრანსგენდერი ქალი ამ ქვეყანაში და ასე დარჩება სამუდამოდ.
ხო გქონდა ფრთები, ჰოდა იფრინე კესარია. იქ სადაც დემონები ვეღარ დაგჯიჯგნიან“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.