დიზაინერი მაკო ყაველაშვილი, რომელიც საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ცნობილი გახდა რამდენიმე თვის წინ,ქუთაისში გადახდილი გრანდიოზული ქორწილით, ახლახან დედა გახდა.
სასიხარულო ინფორმაციას და მაკოს ყაველაშვილისა და მისი ქალიშვილის პირველ კადრებს დიზაინერი საკუთარი მაღაზიის ოფიციალურ „ფეისბუკის“ გვერდზე ავრცელებს:
„მოგესალმებათ ქალბატონი მილა.
უღრმესი მადლობა ასეთი მოლოდინისთვის და სიტყვებისთვის. ძალიან ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს. როგორც ვთქვი ბოლო წამამდე ვიკავე და დაიბადა 00:15 წთ-ზე 25.09.2024
ორივე პრინცესას მისი დაბადების დღე აქვს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.